გოჩა რატიანი – მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია

თავდაცვის სამინისტრო მორიგ სკანდალში ეხვევა

მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცების უფლებები მაქსიმალურად დაცულია, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილე გოჩა რატიანმა 43-ე ქვეითი ბატალიონის ავღანეთში გაცილების ცერემონიალის დასრულების შემდეგ ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე განაცხადა, რამდენად დაცულია ჯარისკაცის უფლებები ჯარში და რა ხარვეზები არსებობს.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, თავდაცვის სამინისტრო ამ დონეზე არ ჩერდება და მაქსიმალურად განაგრძობს მუშაობას.
“დღესდღეობით მინდა ყველა დავარწმუნო, რომ ჯარისკაცის უფლებები მაქსიმალურად დაცულია, თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით ამ დონეზე და ჯერ კიდევ ვმუშაობთ ამ მიმართულებით. ამასთან ვმუშაობთ ჯარში როგორც გენდერული თანასწორობის მიმართულებით, ასევე იმ მიმართულებითაც, რომ თუ ვინმემ გამოთქვა სურვილი ემსახუროს ქვეყანას, ღირსეულად იგრძნოს თავი. რაც შეეხება ხარვეზებს, ნამდვილად ვერ გეტყვით, ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალური პირობები შევქმნათ ჯარში”, – განაცხადა გოჩა რატიანმა.
ჯარისკაცის უფლებებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემაც.
“ხარვეზებზე ვერ მოგახსენებთ, რაც შეეხება ჯარისკაცის უფლებებს, შემიძლია გითხრათ, რომ მაქსიმალურად დაცულია. ვერც კი შევადარებთ წინა წლებს, ისევე როგორც ანაზღაურების კუთხით, დაჭრის შემთხვევაში, პენსიით, ჯარისკაცის დაღუპვის შემთხვევაში, ფულადი ანაზღაურებით ოჯახისთვის, გეომეტრიულად გაუმჯობესებულია ყოფითი პირობებიც. თუმცა ეს არ არის ბოლო დონე”, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიშრომის პირობების ინსპექტირების ორგანოს შექმნასთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფი შეიქმნება
შემდეგი სტატიაილჰამ და მეჰრიბან ალიევების ცეკვა