გორში პოლიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

გორში პოლიციის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. “ნაციონალური მოძრაობის” ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან შეიკრიბნენ და პოლიციის თანამშრომლებს მხარდაჭერა გამოუცხადეს.
აქციის მონაწილეებმა პოლიციის მხარდამჭერი პლაკატები პოლიციის შენობის ფასადზეც გააკრეს.
“ნაციონალური მოძრაობის” გორის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, კახა ტოლიაშვილის განცხადებით, პოლიცია ხელისუფლებისგან მხარდაჭერას ვერ გრძნობს. მისივე თქმით, პოლიციის თანამშრომლები დაუცველები არიან და მსგავსი შინაარსის აქციის გამართვა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხარდაჭერას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიაქციზური მარკის გარეშე რეალიზაციის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი შუსტერის თოქ შოუში (ვიდეო)