გორში მოხუცის დაყაჩაღების ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს

უკრაინაში ქართველი მიგრანტები დააკავეს

სამართალდამცავებმა ყაჩაღობაში ბრალდებული პირი ცხელ კვალზე დააკავეს. როგორც “თაიმერს” საგამოძიებო უწყებიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად 1984 წელს დაბადებული გიორგი დ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით, 17 იანვარს, ღამის საათებში ცივი იარაღით შეიარაღებული ერთი პირი გორში, სულხან-საბას ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში შეიჭრა და იქ მყოფ მოხუც ქალბატონს სიცოცხლის მოსპობის მუქარით ოქროს ნივთები, ძვირადღირებული საათი და 20 ლარი გასტაცა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს და გატაცებული ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშისომხეთმა იუნესკოს საქართველოში არსებული 450 ეკლესიის სომხურად აღიარება თხოვა
შემდეგი სტატიაოკუპირებული აფხაზეთი ბერლინში სოფლის მეურნეობის საერთაშორისო გამოფენაში საკუთარი სტენდით მონაწილეობს