გორი-ხაშურის მონაკვეთზე რამდენიმე მანქანა ერთმანეთს შეეჯახა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორი-ხაშურის მონაკვეთზე ავარია მოხდა. ავარიის შედეგად 4 სატრანსპორტო საშუალება დაზიანდა – ერთი მისაბმელიანი სატვირთო ავტომანქანა და სამი მსუბუქი ავტომობილი.
ავარიის შედეგად, ავტომანქანებში მყოფმა სამმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. ავარიის გამო ავტომაგისტრალის აღნიშნულ მონაკვეთზე რამდენიმე კილომეტრიანი საცობი შეიქმნა.
მოძრაობის დარეგულირებას საპატრულო პოლიცია ცდილობს.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტი 23-24 აპრილს შედგება
შემდეგი სტატიავანო მერაბიშვილი: ამ ხელისუფლებას რამდენიმე კრუნჩხვა კიდევ ელის