გორის რაიონულ სასამართლოში “თავისუფალი ზონის” წევრების პროცესი მიმდინარეობს

ხურვალეთის და წითელუბნის საგუშაგოებთან გუშინ მომხდარი ინციდენტისას დაკავებული “თავისუფალი ზონის” 5 წევრის სასამართლო პროცესი გორის რაიონულ სასამართლოში რამდენიმე წუთის წინ დაიწყო.
ლაშა-გიორგი ხუსკივაძეს, გიორგი რუხაიას, ონისე გერგედავას, სოსო მინდიაშვილის, ვაჟა მორგოშიას წინააღმდეგ საქმე 166-ე მუხლით არის აღძრული, რაც ადმინისტრაციულ დარღვევას გულისხმობს.
ჯერჯერობით უცნობია რა გადაწყვეტილებას მიიღებს გორის რაიონული სასამართლო, თუმცა პროცესის დაწყებამდე დაკავებულების ადვოკატმა გოგა ონიანმა იმედი გამოთქვა, რომ სასამართლო ყოველგვარი ადმინისტრაციული ზომის შეფარდების გარეშე უპირობოდ გაათავისუფლებს დაკავებულებს.
კონფლიქტის ზონაში ხოფლების ხურვალეთისა და ორჭოსნის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საგუშაგოებთან გუშინ ინციდენტი მოხდა. აღნიშნული ინციდენტის შედეგად, დააკავეს “თავისუფალი ზონის” 5 წევრი.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩერგოლეიშვილსა და სამართალდამცველებს შორის შეკამათება მოხდა
შემდეგი სტატიაკანცელარიასთან აქციის ერთ–ერთი ორგანიზატორი დააკავეს