გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მკვლელობა მოხდა

გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მკვლელობა მოხდა. სამართალდამცავებმა მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნეს და 1980 წელს დაბადებული გელა ვ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, მომხდარიდან ერთ საათში დააკავეს. უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში, ურთიერთშელაპარაკებისას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა გულმკერდის არეში თანასოფლელებს – გელა გ-ს და მის ძმას ბადრი გ-ს. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გელა გ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ბადრი გ-ს სასწრაფო გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
სამართალდამცველებმა ბრალებული დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში გორის რაიონ სოფელ ფლავის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს, ხოლო მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიან ბრასორი: სიძულვილი და შეუწყნარებლობა დემოკრატიულ სისტემას ძირს უთხრის
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია მიიჩნევს, რომ მისი პარტია საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვებს