გორის რაიონის სოფელში ამ წუთებში მტაცებელ ცხოველს ეძებენ

გორის რაიონის სოფელ რეხში მტაცებელ ცხოველს ეძებენ, სადაც სპეცდანიშნულების რაზმის და სხვა შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
მტაცებლის საძიებო სამუშაოები რეხში ერთ-ერთი ადგილობრივი მოქალაქის მიერ 112-ში განხორციელებული შეტყობინების საფუძველზე დაიწყო. სოფლის აღნიშნული მკვიდრის მტკიცებით, რეხის განაპირას მტაცებელი ცხოველის ნაკვალევი აღმოაჩინეს. ასევე შენიშნეს პირუტყვის დაფრთხობა.
წუხელ, 21:00 საათიდან დღეს დილის 09:00 საათამდე მტაცებლის შესახებ 112-ზე 30 შეტყობინება შევიდა. ყველა შემთხვევაში მოხდა შესაბამისი სამსახურების ადგილზე გასვლა, თუმცა არც ერთი არ დადასტურდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, ზოოპარკიდან გაქცეული ერთი ვეფხვისა და ერთი ზოლიანი აფთარის ძებნა მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმონადირეებმა წყნეთის ტერიტორიაზე ნადირის კვალს ვერ მიაკვლიეს
შემდეგი სტატიასაქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემდეგი ოთხი დღის განმავლობაში იწვიმებს