გონიოს მოსახლეობისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის არჩილ ხაბაძის დიალოგი ჩაიშალა. მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. მოსახლეობა საკუთრებაში იმ მიწების გადაცემას ითხოვს, რომელიც წინაპრებისგან ერგო და წლების განმავლობაში სარგებლობდა.
ხაბაძე კი მათ სხვა მიწის ნაკვეთებს სთავაზობს, რომელიც მიწისქვედა და მიწისზედა კომუნიკაციებით აღიჭურვება და საინვესტიციოდ მომზადდება. ხაბაძემ შეხვედრა დატოვა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ხაბაძესთან შეხვედრამდე გონიოში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. როგორც “ინტერესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, მოსახლეობა იმ მიწების დაბრუნებას ითხოვდა, რომელიც მათ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჯერ გადასცეს, შემდეგ კი კვლავ ჩამოართვეს.
სადაო მიწები გინიოს ციხესთან და ზღვისპირა ზოლში მდებარეობს. ნაწილს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, ნაწილზე კი, ხელისუფლება ტურისტიული ინფრასტრუქტურის განთავსებას გეგმავს.