ვახტანგ გომელაურსა და სამეგრელო–ზემო სვანეთის N1 პოლიციელს შორის შავმა კატამ გაიარა?!

რა ეწყინა  ვახტანგ გომელაურს მეგრელებისაგან?საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სამეგრელო–ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უფროსს კობა ხარებავას თანამდებობას დაატოვებინებენ.

როგორც„თაიმერს“ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, კობა ხარებავას, მეტსახელად „კორმას“გათავისუფლება მის საქმიანობას უკავშირდება.კერძოდ „არის საქმეები, რომელთა მიხედვითაც ნათელია, რომ ხარებავა, ან მისი უწყების თანამშრომლები სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ახდენენ და უხეშად რომ ვთქვათ, საქმეებს „კერავენ“. ინფორმაცია თავისთავად აქვს სამინისტროს და დიდი ალბათბით, ხარებავა მალე თანამდებობას დატოვებს“, – განმარტავს წყარო.

როგორც ცნობილია, კობა ხარებავა ზუგდიდის სამმართველოს უფროსად 2012 წლის არჩევნების შემდეგ დაინიშნა, თუმცა მოგვიანებით სამეგრელოში მომხდარი საკადრო გადანაცვლებების დროს ის ჯერ ფოთში, შემდეგ კი ხობის სამმართველოში გადაიყვანეს, საიდანაც გასულ წელს ისევ ზუგდიდის სამმართველოში დააბრუნეს და კვლავ მის უფროსად დანიშნეს.

banner
წინა სტატიაშირუსული პასუხი ევროპულ სანქციებს
შემდეგი სტატიაერევანში პოლიცია დემონსტრანტების დასაშლელად ემზადება