გოკა გაბაშვილი–რუსეთის გავლენა საქართველოზე სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება

ndi_0“ეკონომიკურ პრობლემებთან და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო რამ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ორ ნახევარ წლიანი მოქმედების შედეგად, ძლიერდებიან ქვეყანაში პრორუსული ძალები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა პრორუსული ძალების წახალისება, გაძლირება და უნდა დავაკვირდეთ ამას, რომ ეს ძალები ძლიერდებიან, მათი გავლენა ძლიერდება. მთლიანად ხალხის შიში რომ საქართველო კარგავს დამოუკიდებლობის წილს და რუსეთის გავლენა საქართველოზე სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება, ეს შიში ამ კვლევებში ნათლად ჩანს”–აცხადებს გოკა გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 პროცენტი აცხადებს, რომ მისთვის მისაღებია საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება, 41 პროცენტისთვის არა 27 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ მაჭავარიანი NDI-ის კვლევებს ეხმიანება
შემდეგი სტატიაიოჰანეს ჰანი: საქართველოს უფრო მეტ დახმარებას შევთავაზებთ