გოკა გაბაშვილი: რომც იყოს ეს პარტიული ტელევიაზია იმის განადგურების უფლებაც არ გაქვთ

“რუსთავი 2 უყვარს ბევრად უფრო მეტ ადამიანს ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთად აღებული”-ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ–ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა კოლეგების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

„მთავარი კრიტიკული ტელევიზიის განადგურება არის წითელი ხაზი. ბატონი გაჩეჩილაზე მეკითხებოდ არის თუ არა რუსთავი 2 თქვენი ტელევიზია?-არა ბატონო, არ არის, მაგრამ რომც იყოს ეს პარტიული ტელევიაზია, ან პარტიული რადიო, ან გაზეთი იმის განადგურების უფლებაც არ გაქვთ, არ გაქვთ ამის უფლება, მაგრამ ძალიან კარგად იცით, რომ რუსთავი 2 უყვარს ბევრად უფრო მეტ ადამიანს ვიდრე ნაციონალური მოძრაობა და ქართული ოცნება ერთად აღებული,“-განაცხადა გოკა გაბაშვილი.

banner
წინა სტატიაში22-ე ბატალიონმა “მტკიცე მხარდაჭერის” მისიის სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა
შემდეგი სტატიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მეწყერი ჩამოწვა