მეცნიერები არა ერთი წელია დომინიკას რესპუბლიკის სოფელ სალინასის ფენომენს სწავლობენ, სადაც ზოგჯერ ბავშვები იბადებიან ბიჭებად, სრულიად გვანან გოგონებს, მაგრამ გარდატეხის ასაკში პენისი ეზრდებათ – ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ჩვენ სრულიად შემთხვევით გავიცანით ჯერი, როცა პროგრამა Countdown-ისთვის ახალ სერიებს ვიღებდით. ეს არის გადაცემა, სადაც ვცდილობთ ვაჩვენოთ, როგორ ვიზრდებით დედის საშოში, და როგორ გამოიყურება სხვადასხვა ნორმალური თუ არანორმალური ცვლილებები, რომლებიც ჩვენს მომავალ ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ.
ჯონის მშობლებმა ფელისიტა დაარქვეს და ისე ზრდიდნენ, როგორც გოგოს. ისეთებს, როგორიც ის არის, ამ სოფელში “გევედოსებს” ეძახიან, რაც პირდაპირ თარგმანში “პენისი 12 წლის ასაკში”-ს ნიშნავს. ექიმები მსგავს ადამიანებს პსევდოჰერმაფროდიტებს ეძახიან.
თავდაპირველად ჯონის მამაკაცის გამოკვეთილი ნიშნები, კვერცხები და პენისი არ ჰქონდა.
ჯონის, რომელსაც ჯერაც ფელისიტა ერქვა, ახსოვს, როგორ დადიოდა სკოლაში პატარა წითელი კაბით. ის ამბობს, რომ არასდროს მოსწონდა ქალური ნივთები და სათამაშოები: “არ მომწონდა გოგოსავით ჩაცმა და როცა გოგოების სათამაშოებს მყიდულობდნენ, არ ვთამაშობდი. ბიჭებს როცა ვხედავდი, ვჩერდებოდი, რომ მათთან ერთად მეთამაშა ბურთი” – ყვება ჯონი.
როცა ცხადი გახდა, რომ ჯონი ბიჭია, მას სკოლაში დაცინვა დაუწყეს, ამიტომ მუდმივად ჩხუბი უწევდა თანაკლასელებთან.
“ისინი ათასგვარ საშინელებებს მეუბნებოდნენ, ეშმაკს მეძახდნენ, არაფერი მრჩებოდა იმის გარდა, რომ უნდა მეჩხუბა, რომ ზღვარს არ გადასულიყვნენ” – ყვება ჯონი.
ჩვენ ასევე ჩავწერეთ კარლა, რომელიც ახლა 7 წლის არის და კარლსონად გადაქცევის ზღვარზეა. კარლას დედა ამბობს, რომ დიდი ხანია გარდატეხის ნიშნები შენიშნა შვილს.
“ხუთის რომ გახდა, შევნიშნე, რომ ყოველთვის, როცა ის თანატოლ ბიჭებს ხედავდა, მათთან ჩხუბი უნდოდა. მისი კუნთები გაიზარდა და ეტყობოდა, რომ ბიჭი უნდა გამხდარიყო. მე ის მიყვარს ვინც არ უნდა იყოს, ბიჭი თუ გოგო, არა აქვს მნიშვნელობა” – ამბობს დედა.
რა ხდება ამ დროს?
ერთ-ერთი პირველი მეცნიერი, რომელმაც ეს უჩვეულო ფენომენი შეისწავლა, ნიუ იორკის Cornell Medical College-ის დოქტორი ჯულიანა იმპერატო-მაკგინლი იყო. 1970-იან წლებში ის დომინიკას რესპუბლიკის ამ სოფელში ჩავიდა, რომ გოგონების ბიჭებად გადაქცევის შესახებ ინფორმაცია თვითონვე გადაემოწმებინა.
ის დარწმუნდა, რომ მონათხრობები სინამდვილეს შეესაბამება. დოქტორმა არა ერთი გამოკვლევა და ტესტი ჩაატარა, მათ შორის კვერცხების ქსოვილის ბიოფსია, რაც საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა. ჯამში დოქტორმა ჯულიანამ შეძლო გაერკვია რა ხდებოდა.
როგორც წესი, ნაყოფს, თუკი ის გოგოა, ორი X ქრომოსომა აქვს, ბიჭს – X და Y.
დაახლოებით მე-8 კვირაში ნაყოფს სასქესო ჰორმონები უვითარდება. Y ქრომოსომას ზეგავლენით ნაყოფის შინაგანი სასქესო რკინები დიგიდროტესტოსტერონის დიდი ოდენობით წარმოქმნას იწყენებენ, რაც პენისის წარმოქმნას უწყობს ხელს. ნაყოფს, რომელიც გოგოდ უნდა ჩამოყალიბდეს, დიგიდროტესტოსტერონი არ გამოეყოფა და ღრმული კლიტორად გარდაიქმნება.
ჯულიანა იმპერატო-მაკგინლი მივიდა დასკვნამდე, რომ სოფელ სალინას ბევრ ბიჭუნას 5 ალფა-რედუქტაზის ფერმეტი არ ყოფნის, რომელმაც მამაკაცური ჰორმომნები უნდა შექმნან. ამდაგვარად, დედის საშოში ჰორმონების ნორმალური ფორმირება არ ხდება, რაც ნაყოფის არასწორი განვითარების გამო გოგონად დაბადებას იწვევს იმის მიუხედავად, რომ ასეთ ბავშვებს X- და Y- ქრომოსომები აქვთ, როგორც ეს მამაკაცის ნაყოფს შეეფერება.
სასქესო მომწიფების ასაკში ჰორმონების კიდევ ერთხელ აფეთქება ხდება ორგანიზმში. ამ დროს უკვე ტესტოსტერონის ზეგავლენით ბავშვებს მამაკაცური რეპროდუქტიული ორგანოები უყალიბდებათ.
დედამიწის მეორე მხარეს, პაპუას მთიან რაიონებში, ახალ გვინეაში, თითქმის მსგავსი ფენომენი აღმოაჩინეს.
სალინასში დაბადებული 90 ბავშვიდან. საშუალოდ, ერთი გევედოსეა. სავარაუდოდ, მსგავსი მოვლენა სოფლის გეოგრაფიული იზოლაციის გამო ხდება.
იმპერატო-მაკგინლის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ უმეტეს შემთხვევაში, გოგონების ბიჭებად გადაქცევის დროს მამაკაცური სასქესო ორგანოები სრულყოფილად მუშაობს, თუმცა, ზოგიერთები ოპერაციებს იკეთებენ და ქალებად რჩებიან. დოქტორის მონაცემებით, გევედოსებს შედარებით პატარა პროსტატა აქვთ.
დოქტორის ეს დაკვირვება, რომელიც 1974 წელს ჩატარდა, საერთაშორისო ფარმაცევტული გიგანტის Merck Роем-ის კვლენების განყოფილების ხელმღვანელმა ვაგელოსმა გამოიყენა და უკვე ცნობილი წამლის ფინასტერიდის შექმა. ისინი 5-ალფა-რედუქტოზის გამოყოფას უშლიან ხელს და ამით დიგიდროტესტოსტერონის უკმარისობის იმიტაციას აკეთებენ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დასკვნა, რომელიც დოქტორმა იმპერატო-მაკგინლმა გააკეთა: ის ბიჭებიც კი, რომლებიც იზრდებოდნენ როგორც გოგოები, მხოლოდ ჰეტერო ურთიერთობებით იყვნენ დაინტერესებული. ანუ, ბიჭ-გევედოსებს მხოლოდ გოგონებით მოსწონდათ. ამის მიხედვით დოქტორმა დაასკვნა, რომ სექსუალურად ჩამოყალიბებაში ჰორმონები უფრო დიდი გავლენას ახდენენ, ვიდრე აღზრდა.
თუმცა, ეს თეზისი დღემდე დავის საკითხია. მაგალითად, გადაღების პროცესში ჩვენ გავიცანით მატი. მიუხედავად იმისა, რომ ბავშვობიდან მატი ბიჭი იყო, მან დაასკვნა, რომ ის სინამდვილეში გოგოა.
რაც შეეხება ჯონის, მას შემდეგ, რაც ის ბიჭად “გარდაისახა”, უკვე ჰქონდა რამდენიმე რომანი გოგონებთან. ის ამბობს, რომ ნამდვილ სიყვარულს ეძებს.
მომზადებულია ბიბისის მიხედვით.