გოგლა ჟვანია ძაძამიასა და ხარშილაძის მიერ მიცემულ ჩვენებებზე პირველ კომენტარს აკეთებს

გოგლა ჟვანია დღეს სასამართლო პროცესზე მისი ძმის დაცვის წევრების მიერ მიცემულ ჩვენებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, რომ პროცესი მოკლე დროში და ობიექტურად დასრულდება.

გოგლა ჟვანია დარწმუნებულია, რომ დოკუმენტაცია გაყალბებულია და ამბობს, რომ არსებული საქმის დოკუმენტაციის გაყალბება წინა ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.

იგი ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებსაც ეხმაურება, რომლის თანახმადაც საპარლამენტო ოპოზიციის წევრები საქმეში FBI-ს დასკვნის არარსებობას აპროტესტებენ. გოგლა ჟვანიას განცხადებით აღნიშნული დასკვნა საქმეში მტკიცებულებად არსებითი საქმის განხილვისას ჩაიდება.

გოგლა ჟვანია იმედოვნებს, რომ ნაფიცი მსაჯულები იმ ვერდიქტს გამოიტანენ, რაზეც თავად უკვე დიდი ხანია საუბრობს.

banner
წინა სტატიაშირუსთაველის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიამიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემის რეაბილიტაცია 2 კვირაში დასრულდება