გოგლა ჟვანიას თქმით, გამათბობელი, საიდანაც გამოძიების ვერსიით, ნახშირჟანგმა გაჟონა, არ მუშაობდა

“რუსთავი 2-ის” ეთერში ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეში აღმოჩენილ დეტალებთან დაკავშირებით გასული რეპორტაჟის შემდეგ, პირველი სატელევიზიო კომენტარს აკეთებს მისი ძმა. დეპუტატი გოგლა ჟვანია ამბობს, რომ საქმეში ბევრი უზუსტობა იყო, ხოლო ე.წ. დელიკატური საკითხი შეთხზული იქნა ოჯახის გაჩუმების მიზნით.

მისივე თქმით, გამათბობელი, საიდანაც გამოძიების ვერსიით, ნახშირჟანგმა გაჟონა, საერთოდ არ მუშაობდა.

„სიბინძურე, რომელსაც ისინი ცდილობენ დანერგონ საზოგადოებაში, ერთ წუთით დავუშვათ, რომ ეს სიმართლეა. რა კავშირი აქვს ამას ზურას სიკვდილის გარემოების დადგენასთან? ყველაზე მთავარი შეკითხვა – გამათბობელს, რომელზეც საუბარი არის, საერთოდ არ უმუშავია. მთავარი მიზეზი რატომაც ეს შეთხზეს, არის ის, რომ ოჯახს ხმა არ ამოეღო,“ – განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ სპეკულაციები ამ ტიპის საქმეებზე რაც შეიძლება მალე დასრულდეს
შემდეგი სტატიასააკაშვილი პოროშენკოს საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა?