გოგი თოფაძე პრეზიდენტს ,,ექსკურსიაზე“ ეპატიჟება

გოგი თოფაძე პრეზიდენტს ,,ექსკურსიაზე“ ეპატიჟება

კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წევრი გოგი თოფაძე საქართველოს პრეზიდენტს ულტრათანამედროვე საწარმოების დასათვალიერბლად ეპატიჟება. თოფაძემ გიორგი მარგველაშვილს შეთავზება პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გაუკეთა. ,,დიდი მადლობა მინდა გითხრათ, ბატონო პრეზიდენტო, ჩვენი ეკონომიკური გუნდის მუშაობის ასეთი ობიექტური შეფასებისთვის. დღეს ბიზნესს ყველანაირი ხელშეწყობა აქვს. არის რამდენიმე დიდი ფონდი – ამ ფონდების დახმარებით ულტრათანამედროვე საწარმოები აშენდა. თუ გექნებათ დრო, იქნებ მოიცალოთ და თქვენ თვითონ ნახოთ ეს ობიექტები, რომელიც აშენდა და სამწუხაროდ სათანადოდ არ შუქდება“– განაცხადა თოფაძემ. მან ასევე ისაუბრა პენიტენციალურ სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს ეს სისტემა ფეხზე დგება. რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენის პროცესს თოფაძის თქმით ,,ბევრი საქმე ოპერატიულად გაიხსნა“. ,,რეალურად ადგილი აქვს დესტრუქციულ განცხადებებს, თორემ ყველაფერი კარგადაა“– დასძინა დეპუტატმა.

banner
წინა სტატიაშილუკა კურტანიძს პირველი კომენტარი მეუღლის მაღალ თანამდებობაზე დანიშვნის ფაქტზე
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები ბესო ხარძიანის მკვლელობაზე განცხადებას ავრცელებენ