გოგი თოფაძე არსამთავრობო სექტორის გაუქმების ინიციატივით გამოდის

ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ–გოგი თოფაძე

“ ჩვენ ძალიან ლიბერალურები ვართ. ვფიქრობ, ძალიან დიდი დოზით ავიტეხეთ ეს დემოკრატიული მიდგომა და არ მოვთხოვეთ პასუხი იმას, ვინც ამას ბედავს. სხვათა შორის, ძალიან ბევრმა ქვეყანამ შეზღუდა ეს არასამთავრობოები, დაუბლოკეს ის საბანკო ანგარიშები, რომლებიდანაც უცხოეთიდან მოდის თანხები. ჩვენც ალბათ, ასე უნდა მოვიქცეთ… მაშინ, როდესაც ძირს უთხრი შენ სახელმწიფოს, შენ სამშობლოს, იმიტომ რომ შენ ღებულობ გრანტებს უცხოეთიდან, რა თქმა უნდა, პასუხი უნდა მოეთხოვოთ მათ. უნდა აიკრძალოს ეს, ასე გადააბრუნეს ძალიან ბევრი ქვეყანა ამერიკელებმა. ასე მოხდა ის ტრაგედიები, რაც მოხდა არაბეთის ქვეყნებში, ერაყში, ივგოსლავიაში, ლიბიაში, ეგვიპტეში, სადაც აქამდე ვერ დაწყნარდა სიტუაცია, ახლა სირიაშიც იგივე ხდება. კარგით რა, გეყოთ, თანაც დემოკრატიის დანგრევის მოტივით ანგრევენ ამ ქვეყანას. კადაფის რა უქნეს კაცო, გააუპატიურეს, დაჩეხეს და ნაკუწებად გადააგდეს, არადა ერთ – ერთი წამყვანი ქვეყანა იყო, მაღალი სოციალური პირობები ჰქონდა, და ეს დემოკრატიაა? ეს ხომ მსოფლიომ დაინახა, არა?! ”

banner
წინა სტატიაშინიკორწმინდელი მიტროპოლიტი მეუფე ელისე გარდაიცვალა
შემდეგი სტატიასაზოგადოება ივერია 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავ