გოგა ხაჩიძე კომენტარს აკეთებს

ნაციონალური მოძრაობიდან წასული ოთხი პარლამენტარიდან ერთერთი, გოგა ხაჩიძე, ბოლო ორი დღის მანძილზე მათ მიმართ გავრცელებულ  შეფასებებზე სოციალური ქსელით კომენტარს აკეთებს…

,,მეორე დღეა მოთმინებით ვადევნებ თვალს იმ გამოხმაურებას, რომელიც ჩემი და ჩემი კოლეგების „ნაციონალური მოძრაობადან'” წამოსვლას მოჰყვა.
უამრავი პატივსაცემი და გასათვალისწინებელი აზრი მოვისმინე, მრავალი შეფასება, ბევრი ვარაუდი და ცოტაც – იაფფასიანი სისულელე.
ხვალ, როგორც შეთანხმებულები ვიყავით, გამოვაქვეყნებთ განცხადებას და გავაკეთებთ საჯარო განმარტებას იმ მიზეზებზე, რის გამოც რეალურად გადავდგით ეს, არც თუ ისე მარტივი და კარგად გასააზრებული ნაბიჯი.
როგორც გუშინ ზურა ჯაფარიძემ ხაზგასმით აღნიშნა – „ჩვენთვის არ შეცვლილა ღირებულებები, არც ქვეყანაში არსებული რეალობის აღქმა, არც პოლიტიკური ხედვები და არც პოლიტიკური მოწინააღმდეგე.”
დანარჩენს უახლოესი მომავალი გვაჩვენებს.
წინ მნიშვნელოვანი საქმეებია,, წერს გოგა ხაჩიძე

banner
წინა სტატიაშიობამა რუსეთს უკრაინაში აგრესიის გაძლიერებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიაარის თუ არა პრეზიდენტი პოროშენკო ოლიგარქი?