გოგა ონიანი: სასამართლოში არაფერი წყდება, შუშის კოლბაში მიდის კონსულტაციები

სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

“სასამართლოში არაფერი წყდება, შუშის კოლბაში მიდის კონსულტაციები, გამოუვა თუ არა ივანიშვილის საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუება,”- ეს განცხადება საქალაქო სასამრთლოსთან რამდენიმე წუთის წინ უფლებადამცველმა გოგა ონიანმა გიგი უგულავას საქმის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე გააკეთა.

ონიანი ფიქრობს, რომ თუ მოსამართლე უგულავას გაათავისუფლებს ეს იქნება საზოგადოების შიშით განპირობებული ქმედება.

“ერთადერთი თუ გამოუშვებენ უგულავას ეს იქნება შიშით განპირობებული. შიში საზოგადოების, შიში ამ საზოგადოების ერთიანობის, რომლებიც კანონის აღსრულებას ითხოვენ. ამ საზოგადოების წინააღმდეგ, ირაკლი ღარიბაშვილის, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის რაღაც სულელური კომენტარებით არ ვიცი რამდენად წავა ბიძინა ივანიშვილი. აქ სასამართლოში არაფერი არ წყდება, ყველაფერი წყდება იქ, შუშის კოლბაში სადაც დარწმუნებული ვარ გადის კონსულტაციებს ივანიშვილი შეძლებს თუ არა კიდევ ერთხელ მოატყუოს ქართველი საზოგადოება,”- განაცხადა გოგა ონიანმა.

banner
წინა სტატიაშიმერაბ ტურავა: ეთიკისა და სადისციპლინო კომისიის შექმნა იყო გარკვეული ზეწოლა ჩემზე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: როდესაც სასამართლოს სრული შემადგენლობა საავადმყოფოში მიდის უხერხულია