გობეჯიშვილის საქმის განხილვას ოჯახის წევრები საქალაქო სასამართლოში ელოდებიან

ფეხბურთის ფედერაციის დელეგატის, გეგა გობეჯიშვილის, საქმის განხილვას მისი ოჯახის წევრები თბილისის საქალაქო სასამართლოში ელოდებიან.

საკითხზე ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ უნდა იმსჯელოს. სასამართლო შენობა განმხილველმა მოსამართლემ თამარ მეშველიანმა დატოვა. შესაბამისად უცნობია, როდის დაიწყება საქმის განხილვა.

რეზი არველაძის მომხრე დელეგატი სამართლოს შენობაში დილის 11 საათზე გადაიყვანეს.

გობეჯიშვილის ოჯახი ზეწოლაზე საუბრობს.

დაკავებული დელეგატის მეუღლის, თათა ხუნდაძის, განცხადებით, გობეჯიშვილთან იყო ზარები და დაპირებები, რომ კობიაშვილის მხარდაჭერის შემთხვევაში ფეხბურთის ფედერაციაში მას პირობებს გაუუმჯობესებდნენ.

ამასთან, ის იმასაც ამბობს, რომ გეგა გობეჯიშვილის დაკავება წინა კვირაშიც იგეგმებოდა.

დაკავებული დელეგატის ადვოკატის, გოგა ოქროპირიძის, განცხადებით, გობეჯიშვილი ბრალს არ აღიარებს.

გეგა გობეჯიშვილი სამართალდამცველებმა გუშინ საღამოს ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის მისსავე სახლთან დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიგეგა გობეჯიშვილის ხმის გარდა, ლევან კობიაშვილი და რევაზ არველაძე 17-17 ხმას აგროვებენ
შემდეგი სტატიაირაკლი კაკაბაძე: იგივე ხდება, რასაც აკეთებდნენ “ნაციონალები”