გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აღდგენილია

www.timer. ge ფოტორეპორტაჟი

გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა აღდგენილია. საუბარია კოსტავას ქუჩის სამივე მიმართულებაზე. ასევე შესაძლებელია გადაადგილება თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით. მარჯვენა სანაპიროზეც უკვე გადაადგილდება ტრანსპორტი ვარაზის ხევის მიმართულებით. ასევე მოძრაობს ტრანსპოტრი კოსტავას ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით.

შეზღუდვები რჩება გმირთა მოედანზე. ეს ეხება პანდუსებს, რადგან ამ ტერიტორიაზე გადაადგილდება მძიმე ტექნიკა. ასევე მთავარი შეზღუდვა რჩება მდინარე ვერეს ხეობის მიმართულებით, რადგან ადგილზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

გმირთა მოედანზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურები. ადგილზე მიმდინარეობს მოძრაობის რეგულირება.

ადგილზე ცოტა ხნის წინ მივიდნენ დეპუტატები, რომლებმაც კიდევ ერთხელ სამძიმარი გამოუცხადეს სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში ტრანსპორტის გადაადგილების კუთხით კვლავ პრობლემებია
შემდეგი სტატიაჩუღურეთის რაიონში მეწყერი ჩამოწვა