გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

გმირთა მოედნის ესტაკადის და ვერეს ხეობის ავტომაგისტრალის გადაკვეთაზე ხვალ, 09:00-დან 19:00 საათამდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება.
როგორც “თაიმერს” დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, შეზღუდვა ტრანსპორტის მოძრაობაში შექმნილი შეფერხების მიზეზების შესწავლის მიზნით ხორციელდება.
ტრანსპორტის მოძრაობა კოსტავას ქუჩიდან ტელევიზიის შენობის წინ გმირთა მოედნის ესტაკადაზე ასასვლელ პანდუსზე შეიზღუდება. ამ მხრიდან მიმავალ ტრანსპორტს ესტაკადაზე მოხვედრა მოედანზე არსებული პანდუსის გავლით შეეძლება.

banner
წინა სტატიაში“თავისუფალი საქართველოს” ინფორმაციით, ალექსანდრე შალამბერიძე და ბეჟან გუნავა დააკავეს
შემდეგი სტატიალარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა