გმირთა მოედანზე ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა

გმირთა მოედანზე, მიწისქვეშა გადასასვლელთან ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა. ბუნებრივი აირი ჰაერში დიდი წნევით გამოედინება. ადგილზე საგანგებო ნორმებია მიღებული.
პოლიციელებმა ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს, სადაც არ უშვებენ არც მოქალაქეებს და არც ჟურნალისტებს; ადგილზე გამოძახებულია სახანძრო ბრიგადები, ასევე შესაბამისი ორგანოები, რომლებმაც ბუნებრივი აირი უნდა გადაკეტონ და გახეთქილი მილის რეაბილიტაცია მოახდინონ.
ტერიტორია, სადაც ბუნებრივი აირის მილი დაზიანდა, გმირთა მოედნის ქვეშ გამავალი მიწისქვეშა გადასასვლელია ზოოპარკის მხრიდან. ამ ადგილზე წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები რამდენიმე დღეა მიმდინარეობს. ტერიტორია მდინარე ვერეს ადიდების შედეგად დაიტბორა.

banner
წინა სტატიაშიკაბელების საქმეზე მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს 110,000 ლარით დაეხმარება