გლობალურმა პროექტმა “მომავლის ქალაქი” სტარტი აიღო

თბილისის მერი დავით ნარმანია ევროპის წამყვანი კვლევითი ინსტიტუტის “ფრაუნჰოფერის” და “სითი ინსტიტუტ საქართველოს” წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, პროექტი “მომავლის ქალაქი”, რომლის ფარგლებშიც ურბანული პროცესები და მართვა, ენერგიის განახლებადი წყაროები, CO2-ის შემცირების, ინფრასტრუქტურის, ლოჯისტიკის, ტრანსპორტის, კომუნიკაციისა და უსაფრთხოების საკითხები განიხილება, ენერგოეფექტური ქალაქის შექმნაზეა ორიენტირებული.

მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე „ფრაუნჰოფერის“ წარმომადგენლები ქალაქ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების უფროსებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ, დღეს გამართულ პრეზენტაციაზე კი, თბილისის მერს, დავით ნარმანიას ქალაქის მდგრადი განვითარებისთვის რვა პროექტი წარუდგინეს, მათ შორის – ველოტრასების მოწყობა, ჰაერის ხარისხის ვიზუალიზაცია, მოსახლეობაში გარემოს დაცვის მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და სამშენებლო დარგში დაგროვილი ინფორმაციის გავრცელების კუთხით, რეგიონული ცენტრის შექმნა იყო.

დედაქალაქის მერია, თავის მხრივ, წარმოდგენილი იდეებიდან, თბილისის ეფექტურად განვითარებისთვის რამდენიმე პროექტს შეარჩევს, რის შემდეგაც, „მომავლის ქალაქის“ გერმანელი პარტნიორები დედაქალაქის მერიის შესაბამის თანამშრომლებს საკუთარ ხედვებს გააცნობენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზები ფეხბურთში CONIFA-ს მსოფლიო ტურნირისთვის ემზადებიან (VIDEO)
შემდეგი სტატიაშსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო