გლობალური განვითარების სამიტის გახსნაზე 3 წლის სირიელი ბავშვისთვის მიძღვნილი სიმღერა შესრულდა (ვიდეო)

ნიუ-იორკში გუშინ გაეროს გლობალური განვითარების სამიტი გაიხსნა. ღონისძიებაზე 193-მა სახელმწიფომ მსოფლიოს მდგრადი განვითარების გლობალური გეგმა მიიღო. უცხოური მედიის ინფორმაციით, გეგმის რეალიზება რომელიც 17 ფუნდამენტურ მიზანს შეიცავს, 2030 წლისთვისაა დაგეგმილი.

მიღებული გეგმა სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის აღმოფხვრას, ასევე ეკოლოგიისა და ადამიანის უფლებების სფეროში სიტუაციის გამოსწორებას ითვალისწინებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა გეგმის მიღებას ისტორიის გადამწყვეტი მომენტი უწოდა. მისი თქმით, მიზნების მისაღწევად ყველა სახელმწიფოს თანამშრომლობაა საჭირო. განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გააკეთა და აღნიშნა, რომ საჭიროა ადამიანების ძალადობრივი გზით გადასახლების მიზეზებთან ბრძოლა.

გლობალური განვითარების სამიტი მომღერალმა შაკირამ გახსნა, რომელმაც ჯონ ლენონინის “Imagine” შეასრულა. მსოფლიო ჰიტი შაკირამ 3 წლის სირიელ ბიჭს, ალან კურდის მიუძღვნა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ტრაგიკულად დაიღუპა.

banner
წინა სტატიაშიპოლიციელებზე თავდასხმის ფაქტზე სამი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიასამართალდამცავებმა მუხიანში ორი ადამიანის მკვლელობისთვის ბრალდებული დააკავა