გლეხებს კახეთში ატმის რეალიზაციის პრობლემები აქვთ

კახეთში ატმის სეზონი ერთ კვირაზე მეტია დაიწყო. ფერმერებს რეალიზაციის მიზნით ხილი ტრადიციულად ქუჩაში სპეციალურად მოწყობილ დროებით ბაზრობაზე აქვთ გატანილი, თუმცა როგორც თავად ამბობენ მყიდველი არ ჩანს. ფერმერები ამბობენ, რომ გაწეულ ხარჯს აღებული მოსავლით ვერ გადაიხდიან. ისინი ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

გლეხებთან ერთად უკმაყოფილებას რეალიზატორებიც გამოთქვამენ. კახელი გლეხების მოსავალი ადგილობრივი ბაზრის გარდა სარეალიზაციოდ ძირითადად აზერბაიჯანში გადიოდა, თუმცა საბაჟოზე დაწესებული გაზრდილი გადასახადისა და შეზღუდვის შემდეგ ვერც იმ რაოდენობის პროდუქტის გატანას ახერხებენ.

გლეხები გადამამუშავებელი ქარხნის შექმნას ითხოვენ, რადგან, ფერმერების ინფორმაციით, ჩუმლაყის სამაცივრე მეურნეობა მათგან მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციას იღებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხდებენ, რომ ატმის ფასის დარეგულირებაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში 7 წლის ბავშვი გველმა დაკბინა
შემდეგი სტატიაბაღის გარეშე დღეს ათასზე მეტი ბავშვი დარჩა