გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა

გლდანში საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაშავებული ერთ-ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. 29 წლის ქალი ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დამწვრობის ცენტრში გუშინ გარდაიცვალა. დაშავებულს დამწვარი ჰქონდა მთელი სხეული და სასუნთქი გზები, აღენიშნებოდა ბაროტრავმა. იგი მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში გადიოდა. ექიმები მის მდგომარეობას უმძიმესად აფასებდნენ.
გლდანის მე-6 მიკრორაიონის #2 კორპუსში აფეთქება 14 ივლისს მოხდა. აფეთქების შედეგად, 6 ადამიანი გარდაიცვალა. 45 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ახალი ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაური გახდა
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა მინისტრს პრემიერი რამდენიმე დღეში დაასახელებს