გლდანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებულის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია

ამ დრომდე კრიტიკულია გლდანში ერთ-ერთ კოპრუსში მომხდარი აფეთქების დროს დაშავებულის მდგომარეობა.

ექიმების თქმით, ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მართვით სუნთქვაზე.
30 წლის გოჩა ხოზრევანიძეს მრავლობითი მოტეხილობა და 70 პროცენტამდე თერმული დამწვრობა აქვს მიღებული. დაშავებული ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი. შემთხვევა გუშინ მოხდა.

წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ 9 სართულიანი შენობის ბოლო ორი სართული თითქმის მთლიანად დანგრეულია.

შემთხვევას 65 წლის ქალბატონი ემსხვერპლა.

banner
წინა სტატიაშიქრისტე აღსდგა!!! ჭეშმარიტად!!!
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვარზე შეზღუდვები დღეიდან მოიხსნება