გლდანში აფეთქების დროს დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა

გლდანში აფეთქების დროს დაშავებულები ჯანდაცვის მინისტრმა პირადად მოინახულა.

დავით სერგეენკო თავდაპირველად ქირურგიის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა, სადაც მან 2 დაშავებული მოინახულა.

ჯანდაცვის მინისტროს განცხადებით, ორივეს მდომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

სერგეენკოს განცხადებით, ერთ-ერთ დაშავებულს უახლოეს წუთებში დამწვრობის ეროვნულ ცენტრშიგადაიყვანენ.

პაციენტს, რომელსაც დამწვრობებთან ერთად ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აღენიშნება, შესაბამის დახმარებას ქირურგიის ეროვნულ ცენტრში გაუწევენ.

ჯანდაცვის მინისტრი სხვა დაშავებულ მოქალაქეებსაც მოინახულებს.

banner
წინა სტატიაში“4 დაღუპულია, 7-8 – დაშავებული” – თბილისის მერი, დავით ნარმანია
შემდეგი სტატიალაგოდეხში 30 წლის ქალის დანაწევრებული ცხედარი იპოვნეს