გლდანის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ინფორმაციით, 1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბრალდებული გარდაცვლილი 15:46 საათზე იპოვნეს.

“1980 წელს დაბადებულმა დ.თ.-მ, რომელიც განთავსებული იყო 6-კაციან საკანში, საპირფარეშოში, წინასწარი მონაცემებით, სუიციდი განახორციელა. გარდაცვლილი ბრალდებული თანასაკნელებმა აღმოაჩინეს. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით. მიმდინარეობს სასამართლო- სამედიცინო ექსპერტიზა. გარდაცვალების ფაქტი ეცნობა მოცემული ბრალდებულის ოჯახის წევრებს. შემთხვევის ადგილი უკვე დაათვალიერეს სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებმა. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს”, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზოოპარკი სტიქიას გადარჩენილი ცხოველების სიას აქვეყნებს
შემდეგი სტატიათბილისში, შენობის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული 3 მუშა ბაღდათის რაიონის მკვიდრია