გიუმრის მერი – არ არის საჭირო რუსეთ-სომხეთს შორის ურთიერთობის დაძაბვა

სომხეთის ქალაქ გიუმრის მერის სამველ ბალასანიანის განცხადებით, 12 იანვარს მომხდარი მკვლელობის შემდეგ, არ არსებობს იმის აუცილებლობა, რომ ქალაქი რუსეთის 102-ე სამხედრო ბაზამ დატოვოს.
“ნიუს.ამ”-ის ინფორმაციით, მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დამნაშავეს ეროვნება და აღმსარებლობა არ გააჩნია და არ არის აუცილებელი რუსეთ-სომხეთის ურთიერთობებში დაძაბულობის შეტანა.

“რუსები აქ მრავალი წელია არიან. როგორც მერი, არ მივიჩნევ ამ საკითხის გადახედვის აუცილებლობას. ჩადენილია დანაშაული. არ არის საჭირო ერთი-ორი ინციდენტის გამო რუსეთ-სომხეთის ურთიერთობაში დაპირისპირება”, – განაცხადა ბალასანიანმა.

მისი თქმით, მას და ქალაქის მცხოვრებლებს ერთადერთი მოთხოვნა აქვთ – დამნაშავე სომხეთში დარჩეს და ადგილობრივი მართლმსაჯულებით გასამართლდეს.

banner
წინა სტატიაშირეჯეფ ტაიპ ერდოღანი “შარლი ჰებდოს” ზიზღისა და რასიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – დაგეგმილ საკადრო ცვლილებებში პარლამენტის გადაყენებები არ მიგულისხმია