გიუმრის დანაშაულს ერთობლივი სომხურ-რუსული შტაბი გამოიძიებს

სომხური მედიის ცნობით, სომხეთისა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ხელმძღვანელების, აგვან ოვსეპიანისა და ალექსანდრ ბასტირიკინის შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმება, რომ გიუმრის დანაშაულს გამოიძიებს, ერთობლივი სომხურ-რუსული შტაბი. შტაბში შედიან სომხეთისა და რუსეთის საგამოძიებო კომიტეტების წევრები და კრიმინალისტები, სულ ათი კაცი.

მიღწეულია აგრეთვე შეთანხმება, რომ საქმის გამოძიება ჩატარდება საერთაშორისო სამართლისა და სომხეთ-რუსეთ შორის სამხედრო ბაზის განთავსების შესახებ დადებული ხელშეკრულების ნორმების გათვალისწინებით. შეთანხმების მიხედვით, პერმიაკოვის საქმეზე, როგორც წინასწარი გამოძიება, ასევე სხვა საგამოძიებო პროცედურები და სასამართლო ჩატარდება სომხეთის ტერიტორიაზე.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უკრაინის კრიზისს მიეძღვნა
შემდეგი სტატიასასულიერო პირი ილია ჭიღლაძე რეჟისორ ქეთი დოლიძეს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს