გიორგი ჩოგოვაძე – ძირითადი ფაქტორები, რომლებიც ტურისტების რაოდენობაზე მოქმედებდა, სამწუხაროდ ისევ ძალაშია

ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც საქართველოში ტურისტების რაოდენობაზე მოქმედებდა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ისევ ძალაშია, იგულისხმება რეგიონში არსებული რთული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი ჩოგოვაძემ ჟურნალისტებს იმ კითხვის საპასუხოდ განუცხადა, თუ რა მოლოდინები აქვს მას თებერვალში, ტურისტების რაოდენობასთან დაკავშირებით.

“პროგნოზირება ჯერ გვიჭირს, რადგან ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც მოქმედებდა ტურისტების რაოდენობაზე, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ისევ ძალაშია. იგულისხმება რეგიონში რთული ეკონომიკური და პოლიტიკური სიტუაცია, განსაკუთრებით რუსეთ-უკრაინასთან მიმართებაში. ჩვენ დაველოდებით ამ ციფრებს, თუმცა აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ მეტი პოპულარიზაცია გავუკეთოთ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ამა თუ იმ ბაზარზე”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, 2014 წელს ევროკავშირიდან იყო ტურისტების რაოდენობის 10%-იანი მატება. შესაბამისად, ევროკავშირიდან ტურისტების რაოდენობის შემცირებას გიორგი ჩოგოვაძე არც ამჯერად ელოდება.
“ის სარეკლამო კამპანია, რომელიც უკვე მარტიდან დაიწყება, ასევე დაეხმარება ამ პროცესს, რომ ვუზრუნველყოთ ტურისტების რაოდენობის ზრდა სხვადასხვა ქვეყნიდან”, – განაცხადა ჩოგოვაძემ.

banner
წინა სტატიაშივალერი კვარაცხელია: საქართველო უღირს და უთავმოყვარეო სახელმწიფოდ გამოიყურება
შემდეგი სტატიავიქტორია ნულანდი ირაკლი ალასანიას შეხვდება