გიორგი ქინქლაძე ,,მანჩესტერ სიტის,, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად…

საქართველოს ნაკრებისა და ,,მანჩესტერ სიტის,, ყოფილი ნახევარმცველი შესაძლებელია ,,მანჩესტერ სიტის,, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს….

ინგლისური ინტერნეტ გამოცემა  ,,manchestereveningnews,,-ი ატარებს გამოკითხვას, რომლის მიხედვითაც გულშემატკივრებმა უნდა გამოავლინონ ,,მანჩესტერ სიტის,, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი….

ამ მომენტისათვის გამოკითხვაში 15 ათასამდე გულშემატკივარმა მიიღო მონაწილეობა. გამოკითხულთა 60%-ზე მეტი კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი ქინქლაძეს ასახელებენ. მეორე ადგილზეა არგენტინელი, ,,სიტის,, მოქმედი ფოხბურთელი აგუერო 15% -მდე… მესამე ადგილზე კი კოლინ ბელი, რომელიც ამ კლუბში 13 წელი თამაშობდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ქინქლაძე მანჩესტერ სიტიში 1995 დან 1998 წლამდე თამაშობდა და ამ პერიოდის განმავლობაში მან კლუბის სახელით 106 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 20 გოლი გაიტანა.

/ქინქლაძე ,,სიტიში,, იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიფეისბუქმა ჟურნალისტის პოსტი წაშალა
შემდეგი სტატია“აქცენტის” მთ.რედაქტორი სამშენებლო კომპანია “მწვანე ბუდაპეშტს” მიმართავს