გიორგი ქადაგიძე: ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ბოლო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია მიმდინარეობს, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს უპასუხა.

“საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ჩვენ არ ვაკეთებთ პოლიტიკურ კომენტარებს სხვადასხვა დროს სხვადასხვა ტიპის თავდასხმებზე, რომელიც ხორციელდება ეროვნულ ბანკზე, ვიზიარებთ რა იმ პასუხისმგბელობას, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია. ჩვენ არც მომავალში ვაპირებთ პოლიტიკურ დებატებში ჩართვას საჯაროდ. ეს არ არის ჩვენი მანდატი, მაგრამ ვინაიდან ბოლო პერიოდში ეროვნული ბანკის მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებულუირი კამპანია მიმდინარეობს, საჭიროდ ვთვლით მოგახსენოთ იმ პოზიციის შესახებ ქრონოლოგიურად, რომელსაც ეროვნული ბანკი გამოხატავდა”, – აღნიშნა ქადაგიძემ.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი განხორციელებულ ქმედებებს მედიას ამ წუთებში აცნობს.

banner
წინა სტატიაშირა განცხადება გაავრცელა ფედერიკა მოგერინიმ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ?
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე: ჩვენი არგუმენტების გაზიარების ნაცვლად, მივიღეთ შეკვეთილი სტატიების ნიაღვარი