გიორგი ქადაგიძე უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა

შესაძლებელია, საქართველოს ეროვნული ვალუტა ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე უარყოფს, რომ “ქართუ ბანკის” საკითხზე ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს ბოდიში მოუხადა.
“ჯერ იყო ბოდიში, მერე სავალუტო ფონდის თხოვნა და ეს ყველაფერი იმისთვის, რომ არარსებული დანაშაულის პატიება მომხდარიყო – რა თქმა უნდა, არასერიოზულია ეს ყველაფერი. “ქართუ ბანკთან” დაკავშირებით ჩვენ ალბათ, ჯამში 30 წამის განმავლობაში გვაქვს ნასაუბრები. სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია,რადგან დახურულ შეხვედრას იმიტომ ჰქვია დახურული, რომ საჯაროდ მისი დეტალები არ განიხილება. ზოგადად ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ ბოდიშის მოხდაში და ამას ხშირად ვაკეთებ ხოლმე, როდესაც არასწორ გადაწყვეტილებას ვიღებ, მაგრამ ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია”, – განაცხადა ქადაგიძემ “რუსთავი 2″–ის გადაცემა “აქცენტებისთვის” მიცემულ ინტერვიუში.
ქადაგიძის თქმით, მისთვის ძალიან რთულია პასუხის გაცემის დონეზეც კი საუბარი ეროვნული ბანკის მხრიდან საბოტაჟზე, ვინაიდან ეს არის შეურაცხყოფა იმ ინსტიტუტისა, რომელიც რეზერვების, ფინანსური სექტორისა და მეანაბრეების სადარაჯოზე დგას და ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სტრუქტურაა.
რაც შეეხება ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფის ინიციატივას, გიორგი ქადაგიძის თქმით, ეს არის ეროვნული ბანკის, როგორც ინსტიტუტის დასუსტების მცდელობა და ასევე, ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის “ჩახსნის” მცდელობა, ვინაიდან ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის გარანტია სწორედ პრეზიდენტია.

banner
წინა სტატიაშიბიბისი: გუშინ 1400-მდე მგზავრმა ვარშავას აეროპორტიდან გაფრენა ვერ მოახერხა
შემდეგი სტატიაარსებობს ვარაუდი, რომ დაკარგულთა ცხედრები მტკვარმა წაიღო