გიორგი ქადაგიძე: სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ლარის კურსთან დაკავშირებით შემიძლია გავიმეორო კიდევ ერთხელ იგივე, რომ სხვა თანაბარ პირობებში ჩვენ ლარის მეტ მერყეობას არ ველოდებით. მიუხედავად იმისა, რომ მცურავი, გაცვლითი კურსის პირობებში მოკლევადიანი მერყეობა ნორმალურია. უფრო მეტიც, თუ ჩვენ გვექნება ჯანსაღი ეკონომიკური ზრდა, საშუალოვადიან პერსპექტივაში ლარს ექნება გამყარების ტენდენცია”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

banner
წინა სტატიაშიჩილაჩავა მესამე სექტორს სამინისტროს წინააღმდეგ პროკურატურასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიატყიბულის ტყეში ქალბატონი მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს