გიორგი ქადაგიძე სავალუტო რეზერვების გახარჯვისთვის მზად არის

დღეს ლარმა იპოვა თავის ახალი წონასწორობის წერტილი

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მზადყოფნას გამოთქვამს საჭიროების შემთხვევაში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს-განცხადება ამის შესახებ გიორგი ქადაგიძემ რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მან აღნიშნა, რომ ლარის კურსის მაჩვენებელი უკვე პიკშია და მიუხედავად იმისა, რომ მომავალში მისი დასტაბილურებაა მოსალოდნელი ამ ეტაპზე ბანკი მზადაა მთავრობის მოთხოვნის შემთხევავში სავალუტო რეზერვები გაიხარჯოს.

მან ასევე აღნიშნა, რომ რეფინანსირების სესხებს გაცვლით კურსზე უარყოფითი გავლენა არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ლარის კურსთან დაკავშირებით პრემიერის, მთავრობის ეკონომიკური გუნდისა და ეროვნული ბანკის შეხვედრა გაიმართა.

banner
წინა სტატიაშინოდარ ხადური: ჩვენ საშუალოვადიან პერიოდში ველოდებით ლარის გამყარებას
შემდეგი სტატიამთავარია შევინარჩუნოთ სიმშვიდე- ირაკლი ღარიბაშვილი ლარის გაუფასურებაზე