გიორგი ქადაგიძე:-„როგორც კი აჟიოტაჟი დასრულდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო

გიორგი ქადაგიძე:-„როგორც კი აჟიოტაჟი დასრულდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო

გიორგი ქადაგიძე:-„როგორც კი აჟიოტაჟი დასრულდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყოფინანსთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ქვეყანაში არის სპეკულაციური ვაჭრობის ნიშნები, რაც გამოწვეულია გარკვეული მოლოდინებით. მის ამ განცხადებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძეგამოეხმაურა და განაცხადა რომ ლარის 30%-იანი გაუფასურება იმპორტზე ჯერ ბოლომდე არ ასახულა და ეს პროცესი უკვე დაწყებულია.კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტი ეროვნული ბანკია და მას საკმარისი სავალუტო რეზერვები აქვს, რომელიც ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას უზრუნველჰყოფს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შემცირდება იმპორტი, რაც თავისთავად უცხოურ ვალუტაზე ნაკლებ მოთხოვნას გამოიწვევს და შესაბამისად, არსებული მონაცემებით, უახლოეს მომავალში ლარი უნდა დასტაბილურდეს და დასტაბილურდება კიდეც. მოკლევადიან მერყეობებზე გავლენას ყოველთვის ახდენს მოლოდინები და ეს ყველაზე ნათლად ჩანს მაშინ, როდესაც ოფიციალური კურსი და კომერციული კურსები ერთმანეთისგან განსხვავდება და ყიდვა-გაყიდვების კურსს შორის სხვაობა იზრდება, მაგრამ როგორც წესი, ეს ყოველთვის რამდენიმედღიანი შუალედია. როგორც კი გარკვეული ტიპის აჟიოტაჟი და მოლოდინები ამასთან დაკავშირებით დაწყნარდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო.
მეორეს მხრივ, გვაქვს ეკონომიკური შოკი, რომელზეც ხდება რეაგირება. შედეგად, კურსი გაუფასურდა. 30%-იანი გაუფასურება საკმაოდ მნიშვნელოვანია, რომელიც ახლა აისახება იმპორტზე და ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ველოდებით ლარის დასტაბილურებას“ – ამბობს ქადაგიძე.

banner
წინა სტატიაში„მთელი ძალა გადართული უნდა იყოს იქითკენ, რომ საქართველოში რაღაც პროდუქცია შეიქმნას, რომ იმპორტი მაინც ჩანაცვლდეს”
შემდეგი სტატიალარის კურსს თქვენ ვეღარ იმორჩილებთ, სამაგიეროდ პრემიებს კარგად იმორჩილებთ–ემზარ ქვარიანი