გიორგი უკლება: ლარის დასტაბილურება მხოლოდ ხელფასებისა და პენსიების გაყინვით შეიძლება

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი უკლება ლარის გამყარების ერთადერთ საშუალებად ხელფასების და პენსიების გაყინვას მიიჩნევს.

საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა ეს მოსაზრება სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა.

“გინდათ მაგინეთ და გინდათ ჩამქოლეთ. ჩემი მოკლე ჭკუით, ლარის დასტაბილურება მხოლოდ ერთი გზით შეიძლება:რამოდენიმე თვით ხელფასებისა და პენსიების გაყინვით”,- აღნიშნავს საკრებულოს წევრი გიორგი უკლება.

შეგახსენებთ, რომ ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4161 ლარი გახდა.

banner
წინა სტატიაშიბანკებში შენახული მილიონი დოლარი და ღარიბაშვილი ღარიბაშვილის წინააღმდეგ!!!
შემდეგი სტატიახობის რაიონის სოფლებში სახლები დაიტბორა