გიორგი პაპუაშვილი: აქციები უფრო ორგანიზებული და მასშტაბურია, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე

“აქციები უფრო ორგანიზებული და მასშტაბურია, პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე,”- ამ განცხადებას კურიერთან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებს. გიორგი პაპუაშვილი ამბობს, რომ მისი და სხვა მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან ყოველდღიურად უფრო მასშტაბური და ხალხმრავალი აქციები იმართება.

პაპუაშვილი ამბობს, იმასაც, რომ თუ პოლიცია დაგვიანებით მაგრამ მაინც მიდიოდა აქციებზე ახლა საერთოდ აღარ მიდის.

“პასუხისმგებლობა არის ხელისუფლებაზე. ეს აქციები გრძელდება, უფრო ორგანიზებულია უფრო მასშტაბურია. ეს უკანონო აქციები, ეს მათ მორალურ მხარეზე მიუთითებს. იციან, რომ აქ ვარ, სხვა მოსამართლეებიც აქ არიან და ზეწოლას ახდენდნენ ოჯახის წევრებზე არასრულწლოვან და მცირეწლოვან ბავშვებზე. სამართალდამცავები ფორმალურად დაგვიანებით, როცა ყველაფერი ამოწურული იყო თითქოს შეთანხმება ხდებაო, მაგრამ მაინც მოდიოდნენ და აფიქსირებენ ფაქტებს, მაგრამ დღეს საერთოდ დაიკარგნენ. ჩემს მცირეწლოვანებს ან სხვა მოსამართლეების ბავშვებს თუ უტარებენ ამ აქციებს არ ვიცი. რა მიზანი აქვს არ ვიცი. მოსამართლეს თმენის ვალდებულება აქვს მყარი. გადაწყვეტილებებზე ეს ვერ იმოქმედებს. თუ ნერვების მოშლაა ეგ მიზანიც მიღწეული არ იქნება,”- აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს ხელმძღვანელი გიორგი პაპუაშვილი.

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი–აფხაზურმა სასამართლომ მარტვილის მკვიდრს ერთვიანი პატიმრობა შეუფარდა
შემდეგი სტატიასირიელი ამბოხებულები მოსკოვს “ახალ ავღანეთს” დაპირდნენ