გიორგი პაპუაშვილი არ აკონკრეტებს, მოაწერა თუ არა ხელი მერაბ ტურავამ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილებას

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, გიორგი პაპუაშვილმა და მოსამართლეებმა ბათუმში კლინიკა “მედინას” ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს. ჟურნალისტებისთვის უცნობია, მოეწერა თუ არა ხელი ტურავამ საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომელიც თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას პატიმრობის 9 თვიან ვადას ეხება.
გიორგი პაპუაშვილმა ჟურნალისტებს მხოლოდ ის უთხრა, რომ შეხვედრის დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“მოგვიანებით გახდება ყველაფერი ცნობილი”, – აღნიშნა გიორგი პაპუაშვილმა.
საკონსტოტუციო სასამართლოს წევრები “მედინაში” მყოფ მოსამართლე მერაბ ტურავასთან ორ საათზე მეტ ხანს იმყოფებოდნენ. საკონსტიტუციო სასამართლოს გუშინ უნდა გამოეცხადებინა გადაწყვეტილება გიგი უგულავას 9-თვიან პატიმრობასთან დაკავშირებით, თუმცა სასამართლოს ერთ-ერთი წევრი მერაბ ტურავა სასამართლოში არ მივიდა. მიზეზად მისი ავადმყოფობა დასახელდა.
ტურავა ამ დროიმდე კლინიკაში “მედინაში” რჩება. ის კარდიოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებული. ექიმები მისი ჯანმრთელობის მადგომარეობის შეახებ ჟურნალისტებთან არ საუბრობენ.
ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით დღეს განმარტება გააკეთა.
როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სასამართლო ვალდებული იყო გონივრული დროით გადაეტანა გადაწყვეტილების გამოცხადება, რათა დარწმუნებულიყო არსებობდა თუ არა კანონიერი საფუძველი მოსამართლის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს განმეორებით მისცეს შესაძლებლობა მოსამართლე მერაბ ტურავას, რომ მან მასზე კანონით დაკისრებული ვალდებულება განახორციელოს. ამ მიზნით, 16 სექტემბერს საკონსტიტუციო სასამართლო გეგმავს მოსამართლე მერაბ ტურავას მიერ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის შესაძლებლობა მისი ადგილსამყოფელის მიხედვით უზრუნველყოს.

banner
წინა სტატიაშიკახი კახიშვილი: ვიდეოპაემნის გადასახადი უქმდება
შემდეგი სტატიამერაბ ტურავა: ვფიქრობ, რომ ზეწოლაა, როდესაც მოსამართლე არ არის მზად გადაწყვეტილების მისაღებად და ხელმოწერას ითხოვენ