გიორგი ოქროპირიძე ციხიდან საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვს

გიორგი ოქროპირიძის ადვოკატმა მისი დაცვის ქვეშ მყოფის ძველ საკანში სხვა პატიმრებთან ერთად დაბრუნების მოთხოვნაზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტისგან საპასუხო წერილი მიიღო.

უწყების წერილობით პასუხში განმარტებული იყო, რომ ე.წ. კანონიერი ქურდებისგან არის საფრთხე, რომ მოხდეს პატიმრის სიცოცხლის ხელყოფა და ზომებს დაწესებულებამ ოქროპირიძის უსაფრთხოეების მიზნით მიმართა.

ადვოკატი დავით მოდებაძე ითხოვს, ფაქტით პროკურატურა დაინტერესდეს.

„თუ ეს არის საიდუმლო ინფორმაცია, პროკურატურამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რადგან ადამიანის სიცოცხლის ხელყოფასა და მსგავსი დანაშაულის დაგეგმვას ეხება საქმე. გიორგი ოქროპირიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და გადაყვანილ უნდა იქნას საავადმყოფოში, სადაც მას სრულად ჩაუტარდება ჯამრთელობის მდგომარეობის გამოკვლევა,“ – აცხადებს ადვოკატი, დავით მოდებაძე.

banner
წინა სტატიაში“ენერგო პრო” – სტიქიის გამო დაზარალებული აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგია მიეწოდება
შემდეგი სტატიაპოროშენკო თვლის რომ უკრაინული არმია მზადაა მტრის შეტევა მოიგერიოს