გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურის მიერ პირადი მოტივით ცრუ დასმენის ფაქტზე, გიორგი ოქროპირიძეს ბრალი წარედგინა. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული გამოძიებით დადგინდა, რომ 2014 წლის 22 სექტემბერს, საპატიმრო დაწესებულებაში მყოფმა გიორგი ოქროპირიძემ, სახალხო დამცველის რწმუნებულს განუცხადა, რომ მას სასჯელაღსულების დეპარტამენტის თანამშრომლებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის საფუძველზეც 25 სექტემბერს პროკურატურაში დაიწყო გამოძიება სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ბრალდებულ გიორგი ოქროპირიძის მიმართ განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მითითებული გარემოება ოქროპირიძემ დაადასტურა გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში, რა დროსაც დაასახელა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და მიუთითა, რომ სწორედ აღნიშნულმა პირებმა მას მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგადაც მიიღო სხეულის დაზიანება.

გამოძიების მსვლელობისას დაიკითხა ათეულობით მოწმე. მათ შორის როგორც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები, ასევე პატიმრები. ჩატარდა ექსპერტიზები, დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და განხორციელდა სხვა საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისის #8 დაწესებულებიდან ბათუმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანისას გ.ოქროპირიძე ითხოვდა თბილისის #8 დაწესებულებაში დატოვებას, წინააღმდეგ შემთხვევაში კი იმუქრებოდა, რომ მიიყენებდა თვითდაზიანებებს და სახალხო დამცველს დაარწმუნებდა მასში, რომ იგი დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან წამების მსხვერპლი იყო, რითაც დამატებით პრობლემებს შეუქმნიდა სისტემას. რეალურად კი როგორც მოპოვებული მტკიცებულებებით უტყუარად დადგინდა, გ.ოქროპირიძეზე არავითარ ძალადობას ადგილი არ ჰქონია სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან.

პროკურატურა განმარტავს, რომ ის ოქორპირიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი აპტიმრობის მოთხოვნით მიმართავს, მოტივად კი მის მიერ მიმალვის საშიშროებას ასახელებს.

გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან ექვს წლამდე ვადით.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი საქართველოში ალიანსის გენერალური მდივნის ვიზიტს აანონსებს
შემდეგი სტატიანინო ბურჯანაძე: ბიძინა ივანიშვილმა მოგვატყუა ერთხელ, როდესაც კოჰაბიტაციის რეჟიმი მოგვახვია თავს