გიორგი ოვაშვილი და ზაზა ურუშაძე ხელოვნების ქურუმის ორდენებით დაჯილდოვდნენ

ქართული ფილმების საერთაშორისო აღიარებას საქრთველოში აღნიშნავენ. კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ საღამოს, კინო-ფილმების, “მანდარინებისა” და “სიმინდის კუნძულის,” რეჟისორები გიორგი ოვაშვილი და ზაზა ურუშაძე შემოქმედებით ჯგუფთან ერთად ესწრებიან.

წარმატებულ ქართველ რეჟისორებს საერთაშორისოდ მოპოვებული აღიარება პრემიერ-მინისტრმა პირადად მიულოცა.

“დიდი სიამაყით ვამბობ, რომ ეს მარტო ბატონი ზაზას გამარჯვება არაა ეს საქართველოს გამარჯვებაა. ბატონო ზაზა თქვენ დაადასტურეთ, რომ ქართველები ძალიან ნიჭიერი ერი ვართ. ეს არის თქვენი ჩვენი და ქართული კინოს გამარჯვება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კულტურის სამინისტრომ კი გიორგი ოვაშვილი და ზაზა ურუშაძე ხელოვნების ქურუმის წოდებით დააჯილდოვა.

banner
წინა სტატიაშიიემენის პრემიერმინისტრზე თავდასხმა მოხდა
შემდეგი სტატია“ვუერთდებით დავით სერგეენკოს კამპანიას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი !