გიორგი მღებრიშვილი: ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება

giorgi mgebrishvili

ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნა, ეს არის პირველ რიგში ღირსება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომიდან გამოსულმა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა.
ამით გიორგი მღებრიშვილი სახალხო დამცველის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ქალთა დაწესებულებებში ადგილი აქვს ღირსების შემნახველ ქმედებებს.
“ერთი რამე ცალსახად შემიძლია დადასტურებით გითხრათ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ პატიმრებს თუ რამე დაუბრუნათ, ეს არის პირველ რიგში ღირსება. იმისთვის არ დაგვიბრუნებია ის, რომ უკან წავართვათ. თუკი ვინმე რაიმე გადაცდომას ჩაიდინეს, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ. ამისთვის არსებობს გენერალური ინსპექცია”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
მისივე თქმით, უნდა მიმართონ გენერალურ ინსპექციას. ეს ინფორმაცია იქნება დეტალურად შესწავლილი და თუ მსგავსი ფაქტები დადასტურდა, იქნება მკაცრი რეაგირება.
სახალხო დამცველის ინფორმაციით, ქალთა საპატიმრო დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას, მათი შემოწმების პროცედურა ღირსების შემლახავია.
უჩა ნანუაშვილმა გუშინ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე 2014 წლის წლიური ანგარიშის წარდგენისას, პენიტენციალურ სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და მათ შორის სასჯელაღრულების #5 დაწესებულებაზე გაამახვილა ყურადღება.
“მიუხედავად იმისა, რომ #5 დაწესებულებაში ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა გამოვლინდა ქალი პატიმრების მიმართ. დაწესებულებაში პატიმრების მიღებისას სრული შემოწმების პროცედურა წარმოადგენს ერთ-ერთ პრობლემას, რომლის დროსაც პატიმრებს სრულად აშიშვლებენ და ბუქნების გაკეთებას სთხოვენ, რაც რა თქმა, ღირსებული შემლახავ მოპყრობად შეიძლება ჩაითვალოს”, – განაცხადა ნანუაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიდავით კერესელიძე: რუსეთისგან მოყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მზაობა არ არის
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: საქართველო მიდის ევროპისკენ და ნატო-სკენ და მას ვერავითარი საგაზეთო პუბლიკაცია ვერ შეაჩერებს