გიორგი მღებრიშვილი შს სამინისტროში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

საქართველოს შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი უწყებაში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს, თუმცა აცხადებს, რომ ეს დეტალური ანალიზის საფუძველზე მოხდება.
როგორც შსს-ში მისულმა მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სისტემაში არსებული ვითარების დეტალური ანალიზი იქნება პირველი, რასაც გააკეთებს და სწორედ ამის მიხედვით დაისახება პრიორიტეტები.
“ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება, რომ მაქსიმალურად შევინარჩუნოთ უსაფრთხო გარემო საქართველოში მცხოვრებლებისთვის. მე დავბრუნდი იმ ოჯახში, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ავიდგი ფეხი, როგორც საჯარო მოხელემ. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაცაა. საკადრო ცვლილებებს რაც შეეხება, შესაძლებელია გარკვეული გადაადგილებები, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე თავის თანამდებობას დაემშვიდოდება და ა.შ.”, – განაცხადა მღებრიშვილმა და დასძინა, რომ საკადრო გადაადგილებებსა და მისი მოადგილეების შესახებ წინასწარ ვერაფერს იტყვის.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს რეკომენდაციით მიმართა
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი – კრიმინალის წინააღმდეგ უშევაღათო ბრძოლა იქნება გამოცხადებული