გიორგი მღებრიშვილი მე-17 დაწესებულების დირექტორის დაკავების ფაქტეს ეხმაურება

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულების დირექტორის დაკავების ფაქტს უწყების ხელმძღვანელი გამოეხმაურა.

მინისტრ გიორგი მღებრიშვილის განმარტებით, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება დასჯადია და ის ყველას შეეხება.

პასუხისგებაში ასევე მიცემული არიან ის პატიმრებიც, რომლებმაც საპატიმროს დირექტორის მიერ მინიჭებული პრივილეგიებით ისარგებლეს.

„სწორედ ისაა დირექტორის დანაშაული, რომ პატიმარს პრივილეგია მიანიჭა და ეს უფლებამოსილებაა იმისა, რომ შეძლებოდა სხვადასხვა ბლოკში თავისუფლად ემოძრავა სხვადასხვა საკანში. ამ უფლებით ისარგებლა მსჯავრდებულმა და ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, რაზეც ის, რაღა თქმა უნდა, პასუხისგებაშია მიცემული,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყველა საჯარო მოხელე, ვინც მსგავს შეცდომას ჩაიდენს, მკაცრად დაისჯება,” – პრემიერ-მინისტრი
შემდეგი სტატია,,უპასუხობაც პასუხი იქნება,, აცხადებს ნათია ფანჯიკიძე