გიორგი მღებრიშვილი ახალ ელჩს იან კელის შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი მღებრიშვილი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ელჩს იან კელის შეხვდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აშშ-ს მთავრობასა და საქართველოს შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შედეგები, საზღვრის მართვის, ნარკოტიკული დანაშაულისა და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში განხორციელებული პროექტები განიხილეს.
შს მინისტრი სტუმარს სამინისტროს წინაშე არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ ესაუბრა.
გიორგი მღებრიშვილმა და იან კელიმ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს.

banner
წინა სტატიაში30 ამპუტანტი ვეტერანისთვის პროთეზების დამზადება იგეგმება
შემდეგი სტატია„ლეიბორისტულმა პარტიამ“ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ხელმოწერების შეგროვება ოზურგეთშიც დაიწყო