გიორგი მღებრიშვილი: არავის შემოძახილი არ მჭირდება, რომ პატიმართა უფლებები დავიცვა

giorgi mgebrishvili

არავის შენიშვნა და შემოძახილი არ მჭირდება იმისთვის, რომ დავიცვა პატიმართა უფლებები, – ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა იმ ინფორმაციის კომენტირებისასა განაცხადა, რომლის თანახმადაც, ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ცუდ პირობებში იმყოფება და მოსამართლემ სამინისტროს მოუწოდა, ამას ყურადღება მიაქციოს.
როგორც მღებრიშვილმა განმარტა, ბრალდებულისთვის გათვალისწინებულია 3 კვადრატული მეტრის საპატიმროში ყოფნა.
“ყველა მსჯავრდებულის და ბრალდებულის უფლებები საპატიმრო ადგილებში არის უზრუნველყოფილი. არავის შემოძახილი არ მჭირდება. აქ იმისთვის ვარ, რომ დავიცვა და უზრუნველვყო მათი უფლებები. არავის შენიშვნა მე ნამდვილად არ მჭირდება. თუ ვინმე იცავს მათ უფლებებს, პირველ რიგში ეს ვარ მე”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ყველამ იცოდეთ, არ გაპატიებთ”- ზურაბ ჟვანიას ვაჟს დასისხლიანებული ბარამიძე ხელიდან ძლივს გამოგლიჯეს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ეროვნული ბანკიდან ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფასთან დაკავშირებით აჟიოტაჟის მიზეზი აღარ რჩება