გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებაზე ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დეპუტატ აკაკი ბობოხიძის ძმის შეწყალებასთან დაკავშირებით ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საკითხზე ის თავიდან ბოლომდე იზიარებს პრემიერ-მინისტრის სულისკვეთებას.
“მე მგონია, ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო მიღებული. ეს ჩემი სუბიექტური აზრია”, – განაცხადა მღებრიშვილმა.
დღესვე ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პრემიერ-მინისტრმა.
“ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი პრეზიდენტი არის ჭეშმარიტად “ნაციონალური” პრეზიდენტი. გუშინ მან შეიწყალა ერთ-ერთი მსჯავრდებული, ბატონი ბობოხიძე, რომელიც ჩვენმა პროკურატურამ დააკავა. მას მიესაჯა პატიმრობა, პრეზიდენტმა კი შეიწყალა. ძალიან კარგია, რომ ასეთი კეთილშობილი პრეზიდენტი გვყავს. იმედი მაქვს, რომ ის სააკაშვილს, ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს და სხვა “კეთილ ადამიანებსაც” შეიწყალებს, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – დღის ბოლომდე საზოგადოებას წარვუდგენ ინფორმაციას, როგორ მოვახდენთ ტარიფის სუბსიდირებას
შემდეგი სტატიასაოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მოსავლის აღების ხარჯების სუბსიდირება მოხდება